"სოლემარტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N84.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი).
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: 1400 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
* შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
* კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
* ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ოფისის სტუმრების მიღება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
* საოფისე მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსება.
* კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
* უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
* ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების ორგანიზება.
დამატებითი მოთხოვნები:
* გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
* დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
* უცხო ენების ცოდნა - ინგლისური (სავალდებულო), რუსული (სასურველია);
* საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
* გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: [email protected]. |