საკრედიტო რისკების მენეჯერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში (სათავო ოფისი პეკინის 33ა) საკრედიტო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* ანალიტიკური აზროვნება;
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
* კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
* სასურველია სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

* სასესხო განაცხადების განხილვა/დამუშავება, მათ შორის ფინანსური და სხვა რისკ ფაქტორების კვლევა, შემოსავლების, ხარჯების და ვალდებულებების გადამოწმება;
* სესხის დამტკიცება;
* პორტფელის მონიტორინგი.

ჩვენ გთავაზობთ:

* განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
* მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
* საბონუსე სისტემას;
* კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
* კვებას;
* დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1600 + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფინანსური მენეჯერი
ალგანი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საკრედიტო ექსპერტი
Caucasus Credit
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საკრედიტო ექსპერტი
ჯორჯიან კაპიტალი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


კრედიტსერვისი+

დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო