უფროსი სპეციალისტი გარდაბნის იუსტიციის სახლში

სსიპ "იუსტიციის სახლი" აცხადებს ვაკანსიას გარდაბნის იუსტიციის სახლის უფროსი სპეციალისტის (სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო"-ს სერვისების მიმართულება) პოზიციაზე. კონკურსი ცხადდება 1 პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბნის იუსტიციის სახლი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
დარიცხული ანაზღაურება: 1862

იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 470 - ზე მეტ სერვისს აწვდის.

თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - უფროსი სპეციალისტი გარდაბნის იუსტიციის სახლში (სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო"-ს სერვისების მიმართულება

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 15.09.2024

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


იუსტიციის სახლი

დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო