სასტუმრო "ალაზნის ველი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს თელავში ალაზნის გამზირზე - 75 ნომერში და მოიცავს 60 სხვადასხვა ტიპის ოთახს.
ძირითადი მოვალეობები:
* სტუმრის მიღება-განთავსება
* ჯავშნების განხორციელება
* სტუმრების რეგისტრაცია
* სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
* სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება
ძირითადი მოთხოვნები:
* ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნაც.
* სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
* სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
* დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ანაზღაურება: დღიურად 70 +
საცხოვრებელს და კვებას სამუშაო საათების დროს უზრუნველყოფს სასტუმრო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: [email protected]. დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. |