შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს შემოსავლების აღრიცხვის და ბილინგის სამსახურის შემოსავლების აღრიცხვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 3190 ლარი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
* კომპანიის შემოსავლების აღრიცხვის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
* კომპანიის შემოსავლების სხვადასხვა სახეების პროგრამული ასახვა;
* საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
* დებიტორების ნაშთების კონტროლი და დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის სამსახურებთან ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
* დებიტორისთვის დავალიანების შესახებ შეხსენებითი შეტყობინების გაგზავნა ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული წესის მიხედვით;
* დებიტორებთან შედარების აქტების მომზადება;
* საურავების დარიცხვა ჩარიცხვის დაგვიანებების შემთხვევაში;
* ბილინგის მოლარე-ოპერატორების მიერ შესრულებული ბილების გადაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
* ბილინგის ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაკონტროლება და მის საფუძველზე შემოსავლების დარიცხვა პროგრამულად;
* ქეშის/ტერმინალის ოპერაციების დაფიქსირება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
* კომპანიის კონტრაგენტებისათვის შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე ინვოისების მომზადება მათი ხელმოწერის უზრუნველყოფა, ადრესატამდე დაყვანა და მონიტორინგი;
* ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით სხვადასხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზის, ბაზის და ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში;
* ფინანსური მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
* ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
* საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint - კარგად ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
* აპლიკაციების გადარჩევა;
* წერითი დავალება;
* გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით. |