შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ფინანსური რეპორტინგის და ანალიტიკის სამსახურის ფინანსური კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 3190 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
* კომპანიის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების, მათ შორის მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებისა და ბალანსის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
* კომპანიის წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
* კომპანიის ყოველწლიური ბიზნეს-გეგმის ფაქტიური შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
* შესყიდვების ინიციირებების კონტროლი და დადასტურება ბიუჯეტის ფარგლებში კომპანიაში არსებული წესების მიხედვით;
* სხვადასხვა დეტალური რეპორტებისა და სტატისტიკების შემუშავება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
* ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
* კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში;
* ფინანსური მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
* ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
* სასურველია ACCA ან CFA ს შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა.
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint - კარგად ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
* აპლიკაციების გადარჩევა;
* წერითი დავალება;
* გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით. |