ადმინისტრაციული ასისტენტი

"Mr. Fencee Inc" კანადური კომპანიაა, რომელიც კანადის ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია როგორც ინდივიდუალურ ისე კორპორაციულ მომხმარებლებს სთავაზობს ვინილის, ხის, მეტალისა და ჯაჭვის სტილის ღობეების ფართო არჩევანს.

კომპანია "Mr.Fencee Inc" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

პირობები:

* სამუშაო ადგილი: დისტანციური მუშაობა (ონლაინ);
* სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 17:00-02:00;
* ანაზღაურება: 2500-3000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და კლიენტებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
* ზარებისა და Follow Up-ების განხორციელება, როგორც საცალო ისე კორპორაციულ კლიენტებთან;
* ინსტალაციების, ვიზიტების დაგეგმვა და ჩანიშვნა;
* საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
* მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საჭირო მასალების შეკვეთა;
* სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ინფორმაციის აღრიცხვა/შენახვა;
* ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

* ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელი);
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, მულტიფუნქციურობა;
* შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)

კონკურსის ეტაპები:

* განცხადების გადარჩევა;
* გასაუბრება

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 30 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრაციული ასისტენტი
მრავალკუთხედი
700₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ადმინისტრაციული ასისტენტი
Tempo Holding
3000₾ ბათუმი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Mr. Fencee Inc

ანაზღაურება


2,500₾ -3,000₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო