კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 17:30 საათამდე; შაბათს 09:30-დან 15:30 საათამდე;
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე, რასაც ემატება თითოეული შაბათის 40 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
* პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
* პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
* დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
* პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
* მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის
* სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
* უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
* MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
* დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
* გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
* ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2024
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "რეგისტრატორი"
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა |