პროექტების ასისტენტი

თუ გაინტერესებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები თუ ბიზნესლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა:

გამომცემლობა "პალიტრა L" პროექტების ასისტენტს ეძებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* პროექტის თითოეული ფაზისა და ასპექტის დაგეგმვა და შესრულება;
* ახალი პროექტების კონცეფციების შექმნასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
* საჭიროებისამებრ პრეზენტაციების მომზადება;
* შეხვედრების ორგანიზება/დაგეგმვა, საქმიანი კორესპონდენციის მართვა;
* პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
* პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
* პროექტებისთვის დამახასიათებელი ეტაპების მართვა/კონტროლი (საავტორო უფლებების მოპოვება, მთარგმნელის მოძიება, სარედაქციო, ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
* პროექტის მენეჯერის/ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* MS Office-ის და ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* დისციპლინის მაღალი გრძნობა;
* შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების მუშაობის უნარი.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქ. 49;
ანაზღაურება: 1500 ლარი, გამოცდილების მიხედვით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected], Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პროექტების მენეჯერის ასისტენტი
კომპანია
800₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
Tempo Holding
3000₾-5000₾ ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

ადმინისტრაციული ასისტენტი
Tempo Holding
3000₾ ბათუმი
დედლაინი: 1 კვირაში

მომმარაგებლის ასისტენტი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


გამომცემლობა პალიტრა L

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო