ფილიალის მმართველი

კომპანიის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვადაგადაცილებული, გაპრობლემებული სესხების დამუშავება, სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება.

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური სპეციალისტებით.

აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ, შრომისმოყვარე ადამიანებს ფილიალის მმართველის პოზიციაზე გურჯაანში.

მოვალეობები:

* ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
* დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
* კრედიტების კონტროლი;
* მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
* ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა;
* ფილიალის მართვა;
* დისციპლინის შენარჩუნება და თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი.

მოთხოვნები:

* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გამართული მეტყველების უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პუნქტუალურობა;
* მიზანდასახულობა;
* კომუნიკაბელურობა;
* პირველობისკენ სწრაფვა;
* დარწმუნების უნარი;
* სხარტი აზროვნება.

აუცილებელი მოთხოვნა: გუნდის დაკომპლექტება მინიმუმ 10 კაციანი შემადგენლობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, (სასურველია - იურიდიული, საბანკო ან საფინანსო განხრით)
* სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
* უპირატესობა მიენიჭება კადრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება მსგავს სფეროში.
* ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-საათიდან 18:00-საათამდე.

ანაზღაურება:

* ფიქსირებული - 1500 ლარი;
* + ბონუსი;
* + ჯგუფის ბონუსი;
* + კვარტალური ბონუსი.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ, როგორც ფიქსირებულ, ასევე მაღალი ბონუსური სისტემით ანაზღაურებას, ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს;ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. საბჯექტის (სათაურის) ველში მიუთითეთ ვაკანსიის და თქვენთვის სასურველი რეგიონის დასახელება, რომელ რეგიონშიც გსურთ დასაქმება.წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფილიალის მენეჯერი
ბელმარტი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ფილიალის მენეჯერი
შავი ბუ
1200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ფილიალის მენეჯერი
ონვეი დელივერი
1200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ფილიალის მენეჯერი
ნაზილბე
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ფილიალის მენეჯერი
OnePrice
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


პრობლემური აქტივების სააგენტო

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო