შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას პროექტების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი- ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
* წინასწარი ხარჯთაღრიცხვის მუხლების კონტროლი;
* პროექტების ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
* დაქირავებული ტექნიკის სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება;
* დაქირავებული ბრიგადების სამუშაო ტაბელების აღრიცხვის წარმოება;
* პროექტების ფორმა 2-ებისა და მასალების ხარჯების ასახვა სააღრიცხვო სისტემებში;
* პროექტების შესრულების დროის მონიტორინგი;
* პროექტების ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლში მონაწილეობის მიღება;
* კომპანიის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ზუსტი მეცნიერებების (მათემატიკა ან ფიზიკა) მიმართულებით;
* პროგრამა Excel-სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა;
* გამოცდილება 1 წელზე ნაკლები.
პიროვნული მახასიათებლები:
* გუნდში მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სწრაფი ადაპტაციის უნარი;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენთან გელოდებათ:
* კარიერული განვითარების შესაძლებლობა
* კომფორტული სამუშაო გარემო
* ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება"პროექტების კოორდინატორი" |