ბიზნესის განვითარების მენეჯერი

შპს "გრინვეი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას მაღალი მოტივაციის მქონე და შედეგებზე ორიენტირებულ ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე (გენერალური მენეჯერი).

კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით, წარმატებულად ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების გადაზიდვას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში. (იმპორტი, ექსპორტი).

მოვალეობები და ვალდებულებები:

* ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
* სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე მიზნებისა და ამოცანების დასახვა, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით;
* ბაზრის პერიოდული ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
* საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
* ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;
* ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფ
ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება;
* ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
* ბიზნეს პროცესების დეტალური გაწერა და დოკუმენტური სახის მიცემა;
* ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
* ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება და შესაბამისი მითითებების გაცემა;
განყოფილებებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მათი კოორდინაცია და კონტროლი;
* პროექტის/ბიზნეს პროცესების ვადების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
* ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
* მაღალი მოტივაცია;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
* ორგანიზებულობა;
* დეტალებზე ფოკუსირება;
* გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* დროის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით;
* გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე, საერთაშორისო გადაზიდვებში;
* MS Office პროგრამების ცოდნა;
* სასურველია ბიზნეს პროცესების ასაწყობი პროგრამ (ებ)ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
* ინგლისური ენის ფლობა (სასურველია რუსული ენაც).

აუცილებელი თვისებები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* პუნქტუალობა;
* მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
* მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
* დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* გუნდური მუშაობის უნარი.

მუშაობის განრიგი: სრული გრაფიკი.
ანაზღაურება: 3500 ლარი + საბონუსე სისტემა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ბიესი
1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
შარმ ტრეიდინგი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ფინანსების მენეჯერი
Index | Wealth Management
3500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

სტაჟიორი კომერციულ დეპარტამენტში
Carrefour Georgia
800₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


გრინვეი ლოჯისტიკ

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო