"ტივი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინგაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* კომპანიის პროდუქციის გაყიდვებზე ზრუნვა და სხვადასხვა ონლაინ აქტივობების შესრულება;
* სოციალური ქსელების მართვა, დროული პასუხის გაცემა მომხმარებლებთან (სოც. ქსელები, ტელეფონი);
* შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი;
* საჭირო და შესაბამისი დოკუმენტაციის ზედმიწევნით სწორად წარმოება;
* საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
* MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
* ციფრებთან მუშაობის გამოცდილება და დეტალებზე ორიენტირებულობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
* შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
* ენერგიული, სხარტი.
სამუშაო პირობები:
* სამუშაო ადგილი:ჰიბრიდული
* ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + გაყიდვებიდან მიღებული 0, 5% (საშუალოდ 1500-3000 ლარამდე)
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგნის ველში ("subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, მაგ.: "ონლაინ გაყიდვების მენეჯერი თბილისში". |