პროექტის მენეჯერი - ნახევარგანაკვეთური დისტანციური

შპს "პროელექტრონიკსი" - არის პროფესიონალური სასცენო ტექნიკის აუდიო-ვიდეო და განათების სისტემების ინტეგრატორი კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებს ტექნიკის გაქირავებას, საინსტალაციო პროექტებსა და სერვისს. დღესდღეობით კომპანია წარმოდგენილია ონლაინ-მაღაზიის სახით https://www.proelectronics.ge. ვფლობთ მარაგებს ადგილზე, გვაქვს საწყობები და აქტიურად ვახორციელებთ გაქირავებას და სერვისს.

კომპანია ეძებს თანამშრომელს ნახევარგანაკვეთური დისტანციური პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

* სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* საკუთარი კომპიუტერი და სმარტფონი.

ძირითადი მოვალეობები:

* სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი, სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
* დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
* ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული თვისებები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* პუნქტუალურობა;
* შრომისმოყვარეობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ხელფასი: 600 ლარი ხელზე ასაღები

ბენეფიტები:

* ულიმიტო სასაუბრო
* კვალიფიციური ზრდა
* მოცემული ვაკანსია დაგეხმარებათ მომავალში საკუთარი ბიზნესის დაწყებაში

შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
მონდე დეველოპმენტი
2000₾-5000800₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

პროექტების მენეჯერი
FutureFrank
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
ბიესი
1700₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


პრო ელექტრონიკსი

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო