საოპერაციო მენეჯერი

შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს "ვიქტორია-98" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ატენის ქუჩა 6/8
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიის ელ-ფოსტაზე შემომავალი პარტნიორების წერილების მიღება/გაანალიზება და მიმოწერებში ჩართვა;
* უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოება;
* გადასარიცხი და განსაბაჟებელი ინვოისების მოპოვება და შექმნა;
* გაყიდვების პროგრამაში ასატვირთი ექსელის ფაილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

* უმაღლესი განათლება
* ინგლისური ენის ცოდნა;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* გუნდური მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* სწრაფად რეაგირების უნარი;
* ყურადღებიანი;
* კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
მონდე დეველოპმენტი
2000₾-5000800₾ თბილისი
დედლაინი: 16 საათში

ლოჯისტიკის მენეჯერი
ინფრაკონ
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საწყობის მენეჯერი
მადარტი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
1100₾ თბილისი
დედლაინი: 16 საათში

კომპანია


ვიქტორია 98

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
16 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო