დირექტორის მოადგილე

შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს `ვიქტორია-98` აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ატენის ქუჩა 6/8
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე - 4000 ლარი, შემდეგ 5000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვის, გადანაწილების და შესრულების კოორდინაცია;
* გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
* მომსახურების სტანდარტების დაცვა, კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
* საჭირო კადრებით დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
* უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
* მაღაზიების რეალიზაციის სტატისტიკის წარმოება;
* უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

* უმაღლესი განათლება;
* გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
* ინგლისური ენის ცოდნა ;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* გუნდის მართვის უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* სწრაფად რეაგირების უნარი;
* ყურადღებიანი;
* კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დირექტორის მოადგილე"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
Sakura Properties
700₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
Tempo Holding
3000₾-5000₾ ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

ტექნიკური დირექტორი
მისტერ მასტერი
3000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რესტორნის დირექტორი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 12 საათში

დირექტორი
კომპანია
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


ვიქტორია 98

ანაზღაურება


6₾ -40,005,000₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო