HR მენეჯერი

შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს `ვიქტორია-98` აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ატენის ქუჩა 6/8
ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
* თანამშრომლის აყვანის, ხელფასის/პოზიციის ცვლილების, გათავისუფლების აღრიცხვა/კონტროლი;
* სხვადასხვა სახის ბრძანებების მომზადება (დანიშვნა, მივლინება, გათავისუფლება, სახელფასო დანამატი);
* ხელფასის და სხვა სახის ფინანსური კომპენსაციების (პრემია, დანამატი, კომპენსაცია) დაანგარიშება, სახელფასო ფაილების მომზადება, ინფორმაციის ფინანსური დეპარტამენტი/სამსახურისთვის მიწოდება;
* რეკომენდაციების, სახელფასო და სამუშაო ადგილის შესახებ ცნობების მომზადება;
* გაცდენების კონტროლი;
* შიდა კორპორაციული კულტურის ხელშეწყობა;
* მენეჯმენტის მხარდაჭერა ორგანიზაციის განვითარებისთვის;
* თანამშრომელთა მონაცემების და ელექტრონული ბაზების წარმოება/მუდმივი განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

* უმაღლესი განათლება;
* საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
* ინგლისური ენის ცოდნა;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* გუნდის მართვის უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* სწრაფად რეაგირების უნარი;
* ყურადღებიანი;
* კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

HR მენეჯერი
Auto Sales İnternational
თბილისი
დედლაინი: 12 საათში

HR მენეჯერი
VitrA x Merlons
თბილისი
დედლაინი: 12 საათში

HR მენეჯერი
STREAM
თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

HR მენეჯერი
ექსტრამითი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

HR მენეჯერი
Auto Sale İnternational
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

HR ხელმძღვანელი
ელვარე
2500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


ვიქტორია 98

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო