"Shota@Rustaveli Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* შეასრულოს ფრონტ ოფისის მოვალეობები, შეხვედრის, მისალმების და სტუმრის საჭიროებების დაკმაყოფილების ჩათვლით.უზრუნველყოს მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის მომსახურება;
* ყველა სტუმართან ჩამოაყალიბოს კარგი დამოკიდებულება და მოახდინოს სწრაფი რეაგირება სტუმრის ყველა შენიშვნაზე იმისათვის რომ უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი;
* უზრუნველყოს სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისათვის რომ კომფორტული და სასიამოვნო გახადოს მისი ყოფნა სასტუმროში;
* უზრუნველყოს სტუმრის შენიშვნების მოგვარება ზრდილობიანად და ეფექტურად უმოკლეს ვადებში;
* უზრუნველყოს აკურატული და ეფექტური გადახდის და რეგისტრაციის პროცესი;
* უზრუნველყოს სისუფთავე მის სამუშაო ადგილას;
* შეასრულოს ზოგადი საოფისე მოვალეობები, მიმოწერის, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს რეცეფშენის სწორი ფუნქციონირება;
* ეფექტურად მართოს რეზერვაციის ყველა წყაროები და უზრუნველყოს რომ ყველა ჯავშანი სწორად იქნეს აღრიცხული;
* უზრუნველყოს ჯავშნებისა და გაუქმებების სწორი აღრიცხვა;
აუცილებელი მოთხოვნები:
* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
* აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც სასაუბროდ, ასევე წერით. ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
* კომუნიკაციის კარგი უნარი;
* რთული სიტუაციების მართვის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
* მეგობრულ სამუშაო გარემოს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* კვებით უზრუნველყოფას;
* გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე;
* დილის ცვლა 07:30-15:30, საღამოს ცვლა 15:30-23:00, ღამის ცვლა 23:00-07:30 (კვირაში 1 ან 2).
* ფიქსირებული ხელფასი 1150 ლარი + ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. |