მაღაზიის მენეჯერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, თემქის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება - 1800-2400 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

* სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
* პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
* პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
* სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების უზრუნველყოფა;
* სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
* დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
* დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
* მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
* მაღაზიის კვარტალური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
* პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
* შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
* პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
* მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 591 27 30 45

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის მენეჯერი
SPAR Georgia
1700₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

მაღაზიის მენეჯერი
SPAR Georgia
1700₾ მესტია
დედლაინი: 2 კვირაში

მაღაზიის მენეჯერი
დელტა ქონექთი
17857₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

მაღაზიის მენეჯერი
Asbc
თბილისი
დედლაინი: 3 კვირაში

მაღაზიის მენეჯერი Massimo Dutti
Cenomi Retail
ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

მაღაზიის მენეჯერი Zara
Cenomi Retail
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ჯიბე cash & carry

ანაზღაურება


1,800₾ -2,400₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო