შპს "ქართული კვების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე, ქ. თბილისში (ისანი-სამგორის რაიონი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ).
ფუნქცია-მოვალეობები:
* პროდუქციის მიღება, მიღებული საქონლის დახარისხება და შემდგომ მათი სწორად დასაწყობება;
* სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, პროდუქტის დაცულად და უსაფრთხოდ გადატანა/გადაზიდვის უზრუნველყოფა;
* ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
* ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
* სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (აქედან 1 საათი შესვენება);
* სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
* ანაზღაურება: 1200 ლარი;
* ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებით უზრუნველყოფას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. |