ჯგუფის მენეჯერი

კომპანია "დელტა ქონექთი", აერთიანებს 10-მდე კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. კომპანია ფლობს მაღაზიათა ქსელს საქართველოს მასშტაბით და ასევე მომხმარებლებს უწევს ონლაინ მომსახურებას ოპერატორების მეშვეობით. (Tactical.ge, Racia.ge, Myvelo.ge, Forkids.ge, Rentmania.ge).

"დელტა ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

* ქართულად გამართული მეტყველების უნარი;
* თავაზიანობა, კარგი კომუნიკაციის უნარი;
* გაყიდვებში ან/და მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
* გუნდში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

* ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების გადაადგილების მარშრუტების შედგენა;
* სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
* ტვირთის გადაზიდვების კონტროლი;
* ლოჯისტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
* მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.

პირობები:

* 5 სამუშაო დღე კვირაში;
* დღეში 8 სამუშაო საათი;
* ანაზღაურება 1530 ლარი (მითითებული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს, პირველი თვის ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ქართულ ენაზე ელფოსტის მისამართზე: [email protected] და გთხოვთ ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ჯგუფის მენეჯერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


დელტა ქონექთი

ანაზღაურება


1,530₾
დედლაინი
6 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო