ეკოლოგიური განათლების განყოფილების უმცროსი სპეციალისტი

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) და ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) ინსტიტუციური წევრია. ბოტანიკურ ბაღს მინიჭებული აქვს მორტონის არბორეტუმის III კლასის აკრედიტაცია. დღეისათვის საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ეკოლოგიური განათლების განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (20 სამუშაო საათი კვირაში)
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 798 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

ფუნქციები:

* ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებში მონაწილეობა;
* საგანმანათლებლო და შემეცნებითი მასალების, ლექციების, გაკვეთილებისა და სხვა რესურსების მომზადება;
* სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
* სკოლებთან და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (სასურველია ბიოლოგიის მიმართულებით);
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

* აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
* სამუშაო დროის მართვის უნარი;
* გუნდში მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

* სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
* კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

* სატელეფონო გასაუბრება;
* ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 11.10.2024

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელფოსტაზე [email protected].

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონტროლის სპეციალისტი
შარმ ტრეიდინგი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

ღამის ცვლის მძღოლ-კურიერი
Scroll
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მძღოლ-კურიერი
Scroll
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კურიერი საკუთარი ავტომობილით
იზივეი
30₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ანაზღაურება


798₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო