IT სატელეფონო მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

კომპანია "BMS Applications" 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა კომპანიებს სთავაზობს IT აუთსორსინგ სერვისებს.

პოზიცია: IT სატელეფონო მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

ძირითადი მოვალეობები:

* IT Helpdesk გუდის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
* ინციდენტების და მოთხოვნების მართვის პროცესების ოპტიმიზაცია;
* SLA-ების (Service Level Agreement) მონიტორინგი და შესრულება;
* ტექნიკური პრობლემების ესკალაციის მართვა;
* დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის და მათი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
* IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
* პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
* ოპერაციული სისტემების (windows 7/10) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
* ქსელური ტექნოლოგიები: TCP/IP, VPN, DHCP, DNS;
* Active Directory და Microsoft 365 ადმინისტრირება;
* Helpdesk პროგრამული უზრუნველყოფა (მაგ., Manageengine Service Desk, JIRA Service Desk);
* კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
* გუნდის მართვის გამოცდილება;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

* ITIL ან CompTIA+ სერტიფიკატები;
* VoIP სისტემების გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

* გუნდური მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* პრობლემების ანალიზის უნარი;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

* სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი.
* ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, გამოცდილების მიხედვით.
* ადგილმდებარეობა - თბილისი. ქიზიყის ქუჩა #13

ბენეფიტები:

* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* კორპორაციული ნომერი ულიმიტო ტარიფით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სატელეფონო IT მხარდაჭერის სპეციალისტი
BMS Applications
1200₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი
IT Service Georgia
1200₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია
1400₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

IT სპეციალისტი
TMLNET
1200₾-1700₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

IT სპეციალისტი
ვიჯი
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


BMS Applications

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
14 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო