ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-17:30; შაბათი - 10:00-14:00;
ანაზღაურება: 770 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით, პლუს კოეფიციენტი).

ძირითადი მოვალეობები:

* პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
* პაციენტის პირადი მონაცემების შეგროვება, გადამოწმება ელექტრონულ ბაზაში, მათი დარეგისტრირება პროგრამაში ელექტრონულად;
* პაციენტთა წინასწარი რეგისტრაციის კონტროლი და რიგის მონიტორინგი;
* დოკუმენტების შევსება ფინანსური სამსახურისთვის და ჩეკებზე მეთვალყურეობა.
* სკრინინგ-ცენტრში მოსული პაციენტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევებისა და არაპროგრამული მომსახურების შესახებ;
* პაციენტთა დახმარება დოკუმენტაციის შევსებისას;
* სამუშაო დღის განმავლობაში გასაცემი პასუხების შეგროვება და სერვისების ადმინისტრატორისთვის გადაცემა;
* საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მოწვევების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი);
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* გამართული მეტყველების უნარი;
* ორგანიზებულობა;
* კომუნიკაბელურობა;
* თავაზიანობა;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეცვ. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
BET25
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
IQ კლინიკა
900₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
კონსილიუმ მედულა
900₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
ლიდერმედი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
Medical House
900₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ანაზღაურება


770₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო