ადმინისტრატორი - წავკისი

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წავკისი
ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი)
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (ცვლებში)
ანაზღაურება: 1200 ლარი
კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა.
ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა .
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.
მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე

მოვალეობები:

* სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
* სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
* სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
* საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
* დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
* სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
* სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
* კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია უმაღლესი განათლება;
* აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

* მართვის და ორგანიზების უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
* სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ადმინისტრატორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
Botanique Beauty
1000₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ადმინისტრატორი
სასტუმრო აგავა
თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ადმინისტრატორი
SPAR Partner
850₾-950₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ადმინისტრატორი
ფიტნეს კლუბი ტონუსი
1500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ადმინისტრატორი
სასტუმრო სეფია
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ადმინისტრატორი
Anat Amoroso Fashion
50₾-75₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


SPAR Partner

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო