ქოლ-ცენტრის ოპერატორი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: 900 ლარიდან (NET)

ჩვენ გთავაზობთ:

* მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
* ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
* სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
* კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
* უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
* სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
* კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
* მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
* მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
* საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
* მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
* უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Georgian AirLink
1600₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სქაიტელი
800₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
კომპანია
500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
VIVO Medical Group
600₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ქოლ ცენტრის ოპერატორი
მოდუსი
1000₾ ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სვიფტ კრედიტი
900₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


მისტერ მასტერი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო