"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 700 ლარი [ხელზე ასაღები]
ძირითადი მოვალეობები:
* პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
* პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
* მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია/ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
* სატელეფონო ზარებზე პასუხი;
* საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან დარეკვა/დაკავშირება;
* სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
* პუნქტუალურობა,
* ორგანიზებულობა,
* დეტალებზე ორიენტირებულობა,
* კომუნიკაბელურობა,
* გუნდური მუშაობის უნარი,
* ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. |