მთავარი იურისტი

აღწერა

სამშენებლო კომპანია "ჯეოინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე. პოზიციის ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, განცხადებები, წერილები და სხვა) წარმოება. ** კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ** მესამე პირებთან კომპანიის წარმომადგენლობა, ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ** სამართლებრივი დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა; ** საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი; ** ერთიან ელექტრონულ სისტემაში https://spa.ge მუშაობის გამოცდილება; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; ** მიმდინარე ტენდერების კონტროლი; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ** სამუშაო გამოცდილება:იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება); ** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა; ** საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Word, Excel) პიროვნული მახასიათებლები: ** მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება; ** სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი; ** მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული. ** გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება. სამუშაო პირობები და ბენეფიტები: ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება; ** ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან); ** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი. ** ანაზღაურება 2000-დან ზემოთ, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: [email protected] ტელ: 598282677

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

HR ადმინისტრატორი
ჯეო ინვესტი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

Horeca სავაჭრო წარმომადგენელი
ენგადი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯეო ინვესტი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო