აღწერა

საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 პოზიცია: მძღოლი განაკვეთი: სრული ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკით ტვირთის გადაზიდვები; ** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა; ** მარშუტების დოკუმენტაციის ყოველდღიური წარმოება. ** პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით ** პროდუქციის დაუზიანებლად მიტანა ადგილზე. ** ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** C კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი პიროვნული მახასიათებლები: ** პუნქტუალური; ** დისციპლინირებული; ** შრომისმოყვარე; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მშვიდი და გაწონასწორებული. ანაზღაურება ფიქსირებული - 1500 ლარი + ბონუსი დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ჯითისი ჯგუფი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო