კორპორატიული სერვისის სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.qebuli-climate.ge/ ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორატიული სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიცია ექვემდებარება: კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 30/09/2024 ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის გაყიდვებისა და სერვისის ხელშეწყობა ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა; ** პოტენციული კლიენტებისთვის პროდუქციის გაცნობა; ** მომხმარებლებისათვის ხელშეკრულების დეტალების გაცნობა და გაფორმების უზრუნველყოფა; ** ფინანსურ დეტარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ინვოისებსა და გადარიცხვებთან დაკავშირებით; ** არსებულ მომხმარებლებთან მომსახურების შეთავაზება და მათთან კორპორატიული ურთიერთობის შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა; ** პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება სამუშაო პირობები: **სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე ** ანაზღაურება: რეინჯი 1400-1600 ლარს + ბონუსი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი, სოციალური პაკეტი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა ** ლანჩით უზრუნველყოფა ** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) ** კორპორატიული ნომერი ** პარკინგი. შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. დასაქმებულის უფლებები: როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ქებული კლიმატი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო