სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი

აღწერა

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..).
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფში“ სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის ვაკანტური პოზიცია გვაქვს.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის #99
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, Tik-tok, Youtube, Linkedin);
  • კონტენტის დაგეგმვა, ფოტო/ვიდეო მასალისა და პოსტერების დიზაინის შექმნაში მონაწილეობა;
  • ყოველდღიურად ვიზუალური და ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
  • Facebook / Instagram - სთორი კალენდარის შედგენა, შედეგების ანალიზი;
  • კომუნიკაცია დიჯითალ მენეჯერთან, შედეგების ანალიზი და პროცესების მონიტორინგი;
  • სამიზნე აუდიტორიისათვის შესაბამისი კონტენტის ბრიფების შექმნა დიზაინერისთვის;
  • სფეროში აქტუალური ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
  • Google Reviews მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობით (კომენტარები, ინბოქსი) - შესაბამისი მენეჯერის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა;
  • მიმდინარე პროექტების ფარგლებში პარტნიორ სარეკლამო გუნდთან კომუნიკაცია და კონტენტის დამუშავება;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი და რეპორტინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ვიდეო მონტაჟის საბაზისო დონეზე ცოდნა (ძირითადად რილსებისთვის);
  • აუცილებელია MS Office ცოდნა;
  • Facebook ads/business Manager ცოდნა;
  • Photoshop - საბაზისო ცოდნა;
  • Google Analytics, Google Ads -ის ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


წისქვილი ჯგუფი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო