მოლარე-ადმინისტრატორი

აღწერა

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში. ლოკაცია: საბურთალო: საბურთალო - ალ.ყაზბეგის N3 "ა"; გლდანი - გმირი კურსანტების ქუჩა, შესახვევი II, N7; დიღმის მასივი - მე-4 კვარტ. კორპ N5 "ა"; წყნეთი - რუსთაველის ქუჩა N3; შინდისი - კოჯრის ქუჩა N21. სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე; ფოტოსურათი: აუცილებელია; ანაზღაურება: ფიქსირებული - 800 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე; ფუნქცია-მოვალეობები: ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; ** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით; ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ანაზღაურებად სტაჟირებას; ** 10%-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე; ** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მოლარე-ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი - წავკისი
SPAR Partner
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო