პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

აღწერა

"მწვანე სკოლა" - დიღმის მასივი აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების შესაბამისობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია და ექვემდებარება სკოლის დირექტორს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი სამუშაო აღწერილობა: ** აკონტროლებს სკოლაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს; ** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების რისკების შეფასების პროცესში; ** საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან; ** უზრუნველყოფს თანამშრომელთა ინფორმირებასა და გადამზადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე; ** განიხილავს მონაცემთა სუბიექტის განცხადებებს, საჩივრებს და/ან მომართვებს; ** პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე კონსულტაციას უწევს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლაში დასაქმებულ პირებს; ** აწარმოებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარუდგენს ფაილური სისტემების კატალოგებს; ** გამოავლენს, შეისწავლის და სათანადო რეაგირებას ახდენს პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 15 სექტემბრისა. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მწვანე სკოლა
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო