ტექნიკოსი/პროგრამული კონსულტანტი

აღწერა

შპს "უნიკომის" მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის/პროგრამული კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში. ველოდებით ენერგიულ, განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ კანდიდატებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ."უნიკომის" მთავარ კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების საჭიროებებზე მუდმივი ზრუნვა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, აკ. წერეთლის N4 და სავაჭრო ცენტრი გრანდმოლი. ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 + ბონუსი (ჯამში 900ლარიდან +). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან კოლეჯი, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი); ** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა; ** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასურველია გამოცდილება ტექნიკური მომსახურების სფეროში; უნარ-ჩვევები: ** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; ** ახალი ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი; ** ახალი ტექნოლოგიების სიყვარული და მათი მონაცემების სწრაფად ათვისების უნარი; ** სისხარტე და ოპერატიულობა; ** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის გადაცემამდე "უნიკომის" მაღაზიაში შეძენილი სმარტფონების, ტაბლეტების, ნოუთბუქების, პერსონალური კომპიუტერებისა და ტელევიზორების აქტივაცია და შემოწმება; ** შესამოწმებელი და გასამართი პროდუქციის კატეგორიების დამატება/კორექტირება (ხდება კომპანიის დირექტორის ბრძანებით); ** "უნიკომის" მომსახურების პაკეტების გაყიდვა; ** მონიტორინგი კონსულტანტების მიერ გაწეული მომსახურების პაკეტების შეთავაზების ხარისხზე და საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლის მიერ ჩაბარებული გაუმართავი მოწყობილობის შემოწმება; ** შესთავაზოს კლიენტს დახმარება (კომპეტენციის ფარგლებში), ან დროულად გადაამისამართოს შესაბამის სერვის ცენტრში; ** ტექნიკოსი ვალდებულია ჩაატაროს მაღაზიის პერსონალისთვის ტექნიკური ტრენინგები ახალი მომსახურების პაკეტების შესახებ; ** აუდიო-ვიდეო სექციაში ტელევიზორების ჩართვა/გამორთვა და ვიდეო სიგნალის გამართვა; ** კომპიუტერული ტექნიკის სექციაში ნოუთბუქების და სტაციონარული კომპიუტერების ჩართვა/გამორთვა; ** Linux/Ubuntu ოპერაციული სისტემის ინსტალაცია ვიტრინის ეგზემპლარებში. შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება HRM ხელმძღვანელთან (ონლაინ); ** გასაუბრება დირექტორთან. თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. Unicom გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


უნიკომი

ანაზღაურება


500,900₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო