საწყობის სპეციალისტი

აღწერა

გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია "ცელსიუსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არის ცნობილი ბრენდის "არისტონის" და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციის ექსკლუზიური მომწოდებელი. კომპანია მუშაობს როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვების მიმართულებით და წარმოდგენილია ბრენდირებული შოურუმებით თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში. ცელსიუსი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, თუ სხვა პარტნიორ რეალიზატორებთან. ამასთან კომპანიის საიტზე ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო მომსახურება. ცელსიუსმა თავი დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის, პროდუქციის და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებით, კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე. საკონტაქტო ინფორმაცია: https://celsiusi.ge/ / ტელეფონი: 032 2 05 29 30 კომპანია "ცელსიუსი" აცხადებს ვაკანსიას: ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ფატმანის ქუჩა #3 ** სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი, სამუშაო საათები - 10:00-18:00 სთ ** კვირაში ერთი მოკლე დღე - 10:00-16:00 სთ, 1 დღე დასვენება ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800-1000 ლარი ხელზე გამოცდილების მიხედვით, დამატებით ბონუსი საერთო გეგმიდან. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობში მიღებული საქონლის გადმოტვირთვა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და დასაწყობება; ** სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი შეკვეთების აგროვება, შესაბამისად შეფუთვა/დახარისხება და სადისტრიბუციო მანქანის დატვირთვა; ** საჭიროების შემთხვევაში მძღოლზე დახმარება, შეკვეთის მიტანაში მონაწილეობის მიღება; ** საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება - საშუალო ** ქართული - გამართული ვერბალური უნარი დამატებითი უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებული; ** პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; ** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას; შერჩევის ეტაპები: ** CV გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება; რეზიუმეს გამოგზავნის წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - საწყობის სპეციალისტი. თქვენს მიერ გაგზავნილი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან შესაძლოა დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 29 სექტემბერი, 2024 წელი

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის სპეციალისტი
კომპანია
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის სპეციალისტი
ლიბერთი ბანკი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის სპეციალისტი
ნაზილბე
თბილისი 1100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ცელსიუსი

ანაზღაურება


800₾ -1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო