დღისა და ღამის ცვლის კონსულტანტი

აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბე" აცხადებს ვაკანსიას დღისა და ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში. "ნაზილბე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 12 წელია ოპერირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. "ნაზილბე" აჭარის რეგიონში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია. კომპანიის წარმატებას და 12 წლიან ისტორიას აძლიერებს:სტაბილურობა, ჯანსაღი კონკურენცია, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა, მომხმარებლის კმაყოფილება, კომპანიის გუნდზე ზრუნვა და გუნდის განვითარება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მომსახურების სტანდარტების დაცვით ** სწორი, საჭირო და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ ** მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ** დახლებზე პროდუქციის დალაგება, ფასმაჩვენებლების განთავსება და ვადების კონტროლი შესაბამისი წესების დაცვით: ** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება ** პრობლემური შემთხვევების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება ** კომპანიაში დანერგილი ჰასპის სტანდარტების დაცვა ** კომპანიაში დანერგილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მცოცავი გრაფიკი კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი. დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: [email protected] და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომ: 577242474. მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ნაზილბე ++"-ისთვის ს/ნ 445555943 (შემდგომში - "ნაზილბე ++") ხელმისაწვდომი გახდება თავად გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 12 (თორმეტი) თვის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ნაზილბე++" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე "ნაზილბე++"-ში, რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ნაზილბე++"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ნაზილბე++-ს შემდეგ [email protected] საკონტაქტო მონაცემებზე: 577242474

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი - წავკისი
SPAR Partner
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
SPAR Partner
თბილისი 750₾-850₾ დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
ლუკოილ ჯორჯია
თბილისი 880₾-940₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ნაზილბე

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო