ღამის მოლარე

აღწერა

"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით, ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია ღამის მოლარის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს: ** სამუშაო გრაფიკები: ყოველ მეორე საღამოს 20:00-08:00 /21:00-09:00 სთ მდე, ** ანაზღაურება: ერთ სამუშაო ცვლაში ფიქსირებული 60 ლარი ** ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ასევე კვებით უზრუნველყოფას და ბონუსებს. სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 და 90 ნომრებში (მეტრო ნაძალადევთან) შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ** სალაროს ოპერაციები წარმოება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, აპექსის პროგრამაში) ** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება ვადიანობაზე და ფასების სისწორეზე ზრუნვა. ** მომხმარებლისათვის აქციების შეთავაზება. ** მომხმარებლისათვის დროული და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, როგორიცაა მაგალითად მისალმება/ დამშვიდობება/ მადლობის გადახდა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599 405116 ან მოგვწერეთ მეილზე: [email protected]. ვაკანსიის განხილვის ვადაა 2024 წლის 15 სექტემბერი გელით ჩვენთან!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ნატურალი

ანაზღაურება


60₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო