კონტენტ-მენეჯერი

აღწერა

"PayPro" არის საერთაშორისო კომპანია Yandex Go-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. PayPro" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული ინოვაციური კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება. "PayPro"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კონტენტ-მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე. ანაზღაურება: 1500 ლარი ძირითადი მოთხოვნები: ** ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება კონკრეტული მიზნების მისაღწევად; ** აუდიტორიის შესწავლა, მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის ქცევითი პატერნის შესწავლა; ** თვის ჭრილის კონტენტ კალენდრის შემუშავება სოციალური არხების მიხედვით; ** თვის ჭრილში ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა; ** კომუნიკაციის დიზაინის შემუშავება ძირითად მიმართულებებზე; ** ციფრული PR აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა, მაგ.: ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, პიარ სტატია და ა.შ. ** ციფრული კამპანიების კონცეფციის, კამპანიის მესიჯის მოფიქრება, საჭიროებისამებრ კამპანიის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა; ** კონკურენტებზე დაკვირვება; ** სიახლეების, ტრენდების, ახალი მიდგომების, ტექნოლოგიების კვლევა, გაზიარება და იმპლემენტაცია; ** რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ციფრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Photoshop, Canva, Capcut) უნარები და პიროვნული თვისებები: ** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. გახდი PayPro-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტენტ-მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონტენტ მენეჯერი
22 გრადუსი
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

კონტენტ მენეჯერი
დრეშ
თბილისი 800₾-1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კონტენტ მენეჯერი
www.imart.ge
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

TikTok კონტენტ მენეჯერი
22 გრადუსი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


PayPro

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო