მიღების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია “რითეილ ლოგისტიკა” აცხადებს ვაკანსიას მიღების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ - 18:00სთ;
ანაზღაურება: 1200 ლარი;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან;

მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული (იმპორტირებული / შიდა მომწოდებლების) პროდუქციის მიღება;
  • მიღებული პროდუქციის შესაბამის სასაწყობე ინვენტარზე განთავსება/შეფუთვა;
  • მიღებული პროდუქციის მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში განთავსება/დასაწყობება;
  • სამუშაო/სასაწყობე სივრცის დალაგება - სასაწყობე ინვენტარის, პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება მიზნობრივად გამოყოფილ ადგილზე;
  • პროდუქციის მახასიათებლების შემოწმება ელ. მოწყობილობის (პოკეტის) მეშვეობით;
  • პროდუქციის ვადიანობისა და ვიზუალური მხარის კონტროლი;
  • პროდუქციის შეფუთვაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული საინფორმაციო ფურცლის (ანოტაცია) შემოწმება;
  • სასაწყობე მეურნეობის განვითარების მიზნით სიახლეების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვა;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • აუცილებელია საშუალო/პროფესიული განათლება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პროდუქტიულობა;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობა;
  • დისციპლინა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „მიღების სპეციალისტი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს „რითეილ ლოგისტიკის“ (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიღების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


რითეილ ლოგისთიკა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
საშუალო განათლება

წყარო