მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი

აღწერა

"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებ-გვერდს https://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს. კომპანია "lemons" აცხადებს ვაკანსიას მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: ** კომპანიის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; ** მომხმარებლებისგან შემოსული მოთხოვნების ან/და საჩივრების დამუშავება და ეფექტური უკუკავშირი; ** საჩივრებსა და პრობლემურ შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება და კომპანიის სტრატეგიის/გაიდლაინის მიხედვით მომსახურება; ** მომხმარებლების ფინანსური დავალიანებების კონტროლი გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად; ** არსებული მომხმარებლების კმაყოფილების კვლევების ჩატარება და პასუხების შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა; ** მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა კომპანიის სხვა რგოლებთან (მათ შორის ადმინისტრაციის, გაყიდვების და ა.შ. მიმართულებებით); ** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება, საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით; ** მომხმარებლებისთვის საჭირო დოკუმენტების (ნახაზების) მიწოდება და უკუკავშირის მიღება; ** მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; ** მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეტაპობრივად ცვლილებების შეტანა; ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება სხვადასხვა დეპარტამენტებში; ** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება; ** მინიმალური მათემატიკური ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა ** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით) დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01 გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უძრავი ქონების მრჩეველი
ლემონსი
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
ლემონსი
თბილისი 9001200₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


ლემონსი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო