ლოგისტიკის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "კარგო სოლუშენს ჯგუფი" 2013 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "კარგო სოლუშენსი" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით. კომპანია "კარგო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ლოგისტიკის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: ** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება ** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა ** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება ** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; ** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება ** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით) ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა ** სავალდებულოა რუსული ენის და/ან ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე ** უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის ცოდნას. ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქსირებული 1000-1500-2000 + ბონუსი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
კარგო სოლუშენს
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


კარგო სოლუშენს
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო