მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

"Tourinvest Group" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე "Tourinvest Group" 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში. ძირითადი მოვალეობები: ** საბაგირო გზის ბილეთების რეალიზაცია. ** პოტენციური მყიდველის მოზიდვა. ** პოტენციური კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა მისი კომპეტენციის ფარგლებში. ** გასაყიდი ბილეთების, ასევე არსებული მომსახურების, სერვისებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და დაინტერესებული მომხმარებლის ინფორმირება. ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. ** მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სალარო აპარატის და ტერმინალის გამოყენების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, სავაჭრო ცენტრი გრანდ მოლი ** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) ** დასაქმების პერიოდი: სექტემბერი ** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან ** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; ** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე ** ფასდაკლებას რესტორან "არგო"-ში ** ანაზღაურებად შვებულებას ბავშვის მოვლის გამო ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_q5hsw/ ან დაგვიკავშირდით +995 595436009 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Tourinvest Group

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო