ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

"ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) ** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი ** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24 ** ანაზღაურება: 1080 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** FitPass ბარათს; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით; ** დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად; ** დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში; ** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით; ** საინფორმაციო-სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; ** სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინფორმაციის გადმოცემის უნარი; ** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; ** პუნქტუალურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected]. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქოლცენტრის ოპერატორი. სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ევროინს ჯორჯია

ანაზღაურება


1,080₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო