მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღწერა

"Dressarium/დრესარიუმი" წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის:Versace, Karl Lagerfeld, Marc O`Polo, Steve Madden, Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Dan John, Mayoral, Original Marines, Lascana, Lancaster. აღნიშნული ბრენდები წარმოდგენილია საბურთალო სითი მოლის, გალერია თბილისის, ისთ ფოინთის და ზუგდიდი მოლის სავაჭრო ცენტრებში. კომპანიის და ბრენდების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს - https://www.dressarium.ge/ "Dressarium/დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დასაქმებულს ექნება შესაძლებლობა ითანამშრომლოს მოდის ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან, შესაბამისად, მივესალმებით გემოვნებიან და კარიერულ წინსლვაზე ორიენტირებულ კანდიდატებს. ლოკაცია: მუხრან მაჭავარიანის ქუჩა (112-ის შენობასთან) გრაფიკი: 10:00-18:00 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე ანაზღაურება: 2500-3000 NET + ბონუსი ონლაინ გაყიდვებიდან ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის მომზადება, ბიუჯეტირება და განხორციელება ** დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამუშაოს დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს ანალიზი; ** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ** ბრენდების სპეციფიკის და მომხმარებლის ქცევის კარგად შესწავლა, აუდიტორიის განსაზღვრა და გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების სტრატეგიაზე მუშაობა; ** სტამბებთან საქმის წარმოება და მენეჯმენტი; ** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტი; ** სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება, შესრულების კონტროლი და რეპორტი; ** ონლაინ გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მარკეტინგული პოლიტიკის ჩამოყალიბება; ** საჭიროებისამებრ სხვადასხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კამპანიების დაგეგმვა; ** ხელმძღვანელთან რეპორტი; ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მართვის მიმართულებით; ** გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით მინ. 1 წელი; ** ინგლისური/რუსული სასაუბრო დონეზე. ** საოფისე პროგრამების ცოდნა - EXCEL (განსაკუთრებით) ** ანალიტიკური აზროვნების უნარი თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


დრესარიუმი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო