ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი

აღწერა

"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს. სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ლოკაციები: ** აღმაშენებლის ხეივანი; ** ფეიქრების ქუჩა; ** ზაჰესი; ** ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა; ** კახეთის გზატკეცილი. სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 სამუშაო საათი) ანაზღაურება: 900 ლარი ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ავტომობილის შემოყვანა ინსპექტირების სივრცეში; ** გამონაბოლქვის, მუხრუჭების, ასს-ს სავალი ნაწილის შემოწმების პროცესში ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება; ** მაშუქი ფარების, საშხეფარების, სიგნალის შემოწმებისას ინსპექტირების ჩამტარებელი პირის ასისტირება; ** ძრავის ბრუნთა რიცხვის ამთვლელის მოთავსება შესაბამის აგრეგატზე; ** პრობლემური სიტუაციებისა და ქეისების მენეჯერისათვის გაცნობა ოპერატიულად; ** მომსახურების ხარისხის, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** სტრუქტურული ერთეულისათვის დადგენილი პროცედურების, გაიდლაინების, ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება. ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები: ** საშუალო, პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; ** სასურველია, ავტომობილების კონსტრუქციისა და მათი აგებულების თავისებურებების ცოდნა; ** მართვის მოწმობა - B კატეგორია; ** ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** დისციპლინირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595950935. გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: [email protected]. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გრითერი/ოპერატორი
გრინვეი საქართველო
თბილისი 700₾ დედლაინი: 3 დღეში

HR ადმინისტრატორი
ჯეო ინვესტი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


გრინვეი საქართველო

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო