კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

ტექნოლოგიური კომპანია "Self.HR" HR სისტემის ლიდერი პროვაიდერია საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 800-ზე მეტ კომპანიას და 100, 000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://www.self.hr "სელფის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ** თუ გიყვარს ტექნოლოგიები და თვლი, რომ ბიზნესის განვითარების გზა სწორედ ტექნოლოგიებშია ** თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები დღეში რამდენიმე შეხვედრას ** თუ მოგწონს ხალხთან კომუნიკაცია და დინამიკური სამუშაო პროცესი მაშინ აღნიშნული ვაკანსია შენთვისაა. რას ვთავაზობთ კანდიდატს: ** კონკურენტულ ანაზღაურებას, ჯამში 2500-3000 ლარი (რომელიც მოიცავს ფიქსირებული 800 + ბონუსი) ** ულიმიტო სასაუბროს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს; ** სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება; ** პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია; ** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება; ** პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება; ** შესაბამისი რეპორტების მომზადება. რას ვითხოვთ კანდიდატისგან: ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება კორპორაციული (B2B) გაყიდვების მიმართულებით; ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ან ტექნოლოგიების მიმართულებით; ** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად. თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] არ დაგავიწყდეთ, სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. წარმატებას გისურვებთ! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Self.ge

ანაზღაურება


2,500₾ -3,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო