საცალო გაყიდვების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/company/? კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში. პოზიცია ექვემდებარება: სადილერო გაყიდვების ჯგუფის უფროსს ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1 აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 23/09/2024 ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია. საცალო გაყიდვების ზრდა. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა; ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტის აყვანაც) ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი, 5 სამუშაო დღე, საათები: 11:00-დან 20:00-მდე (შაბათი და კვირა არის სამუშაო დღეები. შუა კვირიდან შეარჩევს კანდიდატი დასვენების დღეებს) ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1200 - 1500 ლარი) ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.25 (დომინოს ჰიპერმარკეტი) სოციალური პაკეტი: ** ლანჩით უზრუნველყოფა ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) ** კორპორაციული ნომერი შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: ** პირველი კონტრაქტი - 2 კვირიანი სტაჟირება, შემდგომ წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად დასაქმებულის უფლებები: ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის სპეციალისტი
ცელსიუსი
თბილისი 800₾-1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

შემგროვებელი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი 1150₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ქებული კლიმატი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო