საანალიზო მასალის შიდა შემგროვებელი

აღწერა

"მეგალაბი" აცხადებს საანალიზო მასალის შიდა შემგროვებლის ვაკანსიას. "მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა. ძირითადი მოვალეობები: ** ლაბორატორიული კვლევისათვის გამზადებული საანალიზო მასალის მიწოდება შესაბამისი განყოფილებისათვის; ** საანალიზო მასალების შენახვა/რეგისტრატორისათვის ჩაბარება სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების/მუშაობის გამოცდილება; ** ბიოუსაფრთხოების ზოგადი საფუძვლების ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** კომუნიკაციის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დისციპლინირებულობა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; პირობები: ** მისამართი: საბურთალო, პ. ქავთარაძის 23; ** გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი), შაბათი - ნახევარი განაკვეთი; ** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები); განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 სექტემბერი, 2024 წ. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. "მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. "მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მეგალაბი

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო