შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

"თბილისი მედიკი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. "თბილისი მედიკი" მე_14 წელია, ზრუნავს სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს.თბილისი მედიკი აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, "თბილისი მედიკი" ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თბილისი მედიკში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: ** პროდუქციის მარაგების მართვა, ოპტიმალური მარაგების უზრუნველყოფა; ** მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება, პროდუქციის ანალიზი, სრულფასოვანი შესწავლა; ** პროექტებისა და ტენდერების დამუშავება; ** ბაზრის კვლევა და ანალიზი; ** ჩართულობა კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვაში. თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით); ** შესყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება მომწოდებლებთან; ** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel); ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. თუ სხვებისგან გამოგარჩევს: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ. "თბილისი მედიკში" დაგხვდება: ** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ** სამედიცინო დაზღვევა; ** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება. სამუშაო პირობები: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:30 - 19:00 სთ ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას 28ა დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


თბილისი მედიკ

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო