საოპერაციო მენეჯერი

აღწერა

კომპანია "Logistics Group" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობაა კომერციული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ტერიტორიაზე, კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ლოჯისტიკის სფეროში 2016 წლიდან. სამუშაოს აღწერილობა: ** დისპეტჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა; ** შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა; ** მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება; ** მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი. სამუშაო გრაფიკი- სრული, კვირაში 5 დღე 16:00-დან 01:00-მდე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, მინიმუმ B2 დონე; ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** აქტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე 1500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი). ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ლოჯისტიკს გრუპი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო